Sunday, July 10, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

10.07.2016
გავიხსენეთ წინა დღის მასალა.
ვიმუშავეთ დრაივში საქაღალდის გადატანა ბლოგში.გადავიტანე როგორც ჩემი, ასევე ჩემი თანამშრომლების ბლოგები.
 ვმუშავეთ  ელ.ფოსტა gmail.com ში წერილების მიღება-გაგზავნის შესახებ.
წარვადგინე პრეზენტაცია მოსწავლის პროექტზე
" რაინდობა  დღევანდელ საქართველოში"
ტრენინგი ბევრის მომცემი და საინტერესო იყო  მასალა დამეხმარება სასწავლო პროცესში.

Saturday, July 9, 2016

ტრენინგის მერვე დღე

09.07.2016
გავიხსენეთ წინა დღის მასალა.
ვნახეთ ტრენერის მიერ დატიოვებული კომენტარები ჩვენს გეგმებში
დავხვეწეთ აქტივობები,ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე,
განვიხილეთ მოდული 6. მოვიფიქრეთ დავალებები,სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებზე.პროექტის გეგა შევავსეთ ბოლომდე. ბლოგებს შევუცვალეთ დიზაინი.

Friday, July 8, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

08.07.2016წ
ტრენინგის დასაწყისში გავიხსენეთ წინა დღეებში გავლილი მასალა.  ვისაუბრეთ ახალი დღის გეგმებზე.
მოვახდინეთ ჩვენს მიერ მოსწავლის ნაშრომების პრეზენტაციების წარდგენა. მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს. ვისაუბრეთ განსახორციებელი აქტივობების შესახებ. ჩვენს გეგმაში შევიტანეთ ჩვენი პროექტის ფარგლებში გასნსახორციელებელი აქტივობები.მივიღეთ მიმართულებები პროექტზე  მუშაობის   დროს. ვისაუბრეთ  მუშაობის დროს გამოსაყენებელ აქტივობებზე
განვიხილეთ  სასწავლო პროცედურები და მათ მნიშვნელობები.

Thursday, July 7, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე.

3.07.2016
ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის გახსენებით, განვიხილეთ კიდევ ერთხელ შეფასების ფორმები და გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში, მოვახდინეთ პრეზენტაციი ჩეკლისტის გადაკეთება, მოვარგეთ ჩვენი პროექტის მოსწავლის ნამუშევარს, პოვერ პოინტში გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც ასევე გადავიტანეთ დრაივში მოსწავლის ნიმუსში, მოვახდინეთ შეფასების მოკლე მონახაზის შევსება.

Saturday, July 2, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე


02.06.2016 წ
ტრენინგის დასაწყისში გავიხსენეთ წინა დღით შესწავლილი მასალა.
დავგეგმეთ ახალი დღის  მიზნებს "პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასება"
მეთოდებზე,რაც პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასების დროს გამოვიყენებთ. მოსწავლეების ჩართულობაზე შეფასების პროცესში.
ვისაუბრეთ განმავითარებელ განმზაღვრელ შეფასების მეთოდებზე, მოსწავლეების წინარე ცოდნის საჭიროების დადგენა,მეთოდების,მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვა.მოსწავლეების საჭიროებების გაზომვა.განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია.თითეული სტრატეგიიდან შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები,შევიტანეთ ჩვენს გეგმაში.შეფასების დროის ჩარჩოში.განვიხილეთ სხვადასხვა შეფასების ფორმები,პრეზენტაციის ჩეკლისტი,შეფასების რუბლიკა,თანატოლთა უკუკავშირის ფორმა.მივიღეთ საშინაო დავალება.



დღევანდელი ტრენინგი ბევრს მომცემი იყო ჩემთვის,აუცილებლად გამოვიყენებ სწავლების პროცესში.

Friday, July 1, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე



01.07.2016


ტრენინგი დასაწყისში გავიხსენეთ წინა კვირას  ნასწავლი მასალა. 
 გავეცანით ახალი დღის განრიგს, შემდეგ გავეცანით სახელმძღვანელოში მოდულ :2 -ის აქტივობა:2- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმურილებას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. რა დადებითი მხარე აქვს კითხვების დასმას სწავლების პროცესში, ასევე განვიხილეთ  კითხვების რაგვარობა ესენია ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები,  თუ როგორ ეხმარება კითხვებია და მასწავლებელს ამ კითხვების დასმა სწავლების პროცესში.
 განვიხილეთ მაგალითები,  ასევე ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს ერთსა და იმავე ზოგად კითხვას შეუსაბამოს განსხვავებული თემატური კითხვები, რა განსხვავებაა ზოგად და შინაარსობრივ კითხვებს შორის, რა როლი აქვს ზოგად, თემატურ და შინარსობრივ კითხვებს სწავების პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოყენება მოსწავლეებთან.

Sunday, June 26, 2016

ტრენინგის მესამე დღე


26.06.2016 წ
გავიხსენეთ წინა დღის მასალა.
გავეცანით დღევანდელი დღის გეგმას.
სახელმძღვანელოდან გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვის ხერხები.ვისაუბრეთ ფორმალურ, არაფორმალურ და ინფორმალურ განათლების მეთოდებზე.
გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალს.
სტანდარტების,ინდაიკატორების გამოყენების ხერხებს.პროექტის დაგეგმვის დროს.
პროექტის მიზნების შეთანხმებას სტანდარტებთან. მოვახდინოთ დასკვნების გაკეთება,შეფასება.
 მიღებულ მასალას გამოვიყენებთ აგრეთვე გაკვეთილების დაგეგმვის დროს.